weather cur horoscope tv
აპრილი 29, 2024

კორონავირუსით წელს 8 ორსული გარდაიცვალა, შარშან – 1

16:26 პარასკევი, 20 აგვისტო 2021

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, პანდემიის პერიოდში ორსულთა სიკვდილიანობა უზარმაზარი პრობლემაა როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიოში.

„დედათა სიკვდილიანობა, ორსულთა სიკვდილიანობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინდიკატორია ჯანდაცვის სისტემის განვითარების. სამწუხაროდ, კოვიდის პირობებში მოიმატა ორსულთა გარდაცვალების შემთხვევებმა და საქართველოშიც გვაქვს. შარშან გვქონდა ერთი შემთხვევა, წელს უკვე რვა არის დადასტურებული და მეცხრე შესწავლის სტადიაშია“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

შეკითხვას, რატომ დაგვიანდა კორონავირუსის წინააღმდეგ ორსულთა აცრა, ამირან გამყრელძემ ასე უსასუხა:

„დღესდღეობით, ორსულთა აცრები დაშვებულია სამი ვაქცინით. ეს გახლავთ „ფაიზერი“, „მოდერნა“, „ასტრაზენეკა“ და იქაც გაფრთხილებაა, რომ უნდა იყოს შეთანხმება ორსულს, ექიმს და ოჯახს შორის, რადგან კარგად უნდა აიხსნას, რომ დიახ, აცრა იცავს ორსულებს. ჩინურ ვაქცინებს ჯერჯერობით უწერია (მიუხედავად იმისა, რომ ისინი ინაქტივირებული ვაქცინებია და, ზოგადად, ინაქციტივებული ვაქციები კეთდება ორსულებში), რომ კვლევები არ არის ჩატარებული და წინააღმდეგ ჩვენებაშია, ამიტომ ჩვენ ვერ ავცრიდით ორსულებს ჩინური ვაქცინით. მოგეხსენებათ, „ფაიზერის“ მნიშვნელოვანი დოზები ქვეყანაში შემოვიდა ივლისის ბოლოს. ამიტომაც, სამწუხაროდ, ჩვენ ვერ დავიწყეთ ორსულთა აცრები, „ასტრაზენეკაზე“ კი დაწესებულია ასაკობრივი ზღვარი - 45 წელი (ანუ რეპროდუქციული ასაკის ზედა ზღვარი). ეს არის ორი ფაქტორი, თუ რატომ დაიწყო ორსულების ვაქცინაცია გვიან. ასევე, ძალიან დიდი სიფრთხილე ორსული ქალბატონების და ჩემი კოლეგების, მეან-გინეკოლოგების. ბევრი ჩემი კოლეგა, სამწუხაროდ, არ ურჩევდა და არ ურჩევს ორსულებს აცრას“, – განაცხადა გამყრელიძემ.

მისი თქმით, ორსულებისთვის აცრა აუცილებელია, რადგან მაღალია რისკი, ყოველგვარი ინფექციური დაავადებით, მათ შორის კოვიდით, დაინფიცირდნენ.

ბოლო შვიდ დღეში 100 ათას სულ მოსახლეზე კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობით საქართველო მსოფლიოში პირველ ადგილზეა. გამოცემა The New York Times-ის მსოფლიო რუკის მიხედვით, ბოლო კვირის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი დღეში საშუალოდ 4996 ადამიანს უდასტურდება, რაც 100 ათას მოსახლეზე 134 ახალ შემთხვევას უდრის.

ბოლო 24 საათში საქართველოში „კოვიდ 19“-ის 4743 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 59 ადამიანი კი გარდაიცვალა. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ვირუსის 58 995 აქტიური შემთხვევაა, საიდანაც 7238 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს, 48 299 კი – ბინაზე.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]